ღია ჯაკუზი

ზღვის დონიდან 2000 მეტრზე ღია ცის ქვეშ მდებარე და მუდმივად 38°C-მდე გამთბარი ჯაკუზი გუდაური ლოჯის ერთ-ერთი სავიზიტო ბარათია. მთის სუსხიანი ჰაერი და თბილი წყალიდღის ნებისმიერ მონაკვეთში დაუვიწყარ გამოცდილებას გთავაზობთ.

აუზი

სამუშაო საათები: 10:00 – 00:00

დახურული აუზი მთაზე გატარებული დღის შემდეგ მშვიდ გარემოში დაგაბრუნებთ. შუშაბანდში ჩასმული ფართო აუზი ქმნის სივრცეს, სადაც შეგიძლიათ მშვიდად იცურაოთ, დაისვენოთ და დატკბეთ მთის ხედებით.

სპა და ფიტნესი

სამუშაო საათები: 08:00 – 23:00

გუდაური ლოჯის სპაში კვალიფიციური თერაპევტები სპეციალურად თქვენზე მორგებულ გამაჯანსაღებელ პროცედურებს შემოგთავაზებენ. ისინი კი ვინც აქტიურ დასვენებას ანიჭებთ უპირატესობას, ჩვენი პატარა, თუმცა სრულად აღჭურვილი სავარჯიშო დარბაზი თანამედროვე ტრენაჟორებით მოგემსახურებათ.

მენიუს ნახვა
მშრალი საუნა მასაჟის ოთახი სავარჯიშო დარბაზი