რესტორანი
სამუშაო საათები
საუზმე: 08:00 – 11:00
სადილი & ვახშამი: 12:00 – 23:00
გუდაური ლოჯის რესტორანი ზღვის დონიდან 2000 მეტრზე მდებარეობს და ტრადიციულ ქართულ სამზარეულოს თანამედროვე ხედვით წარმოგიდგენთ. ადგილობრივი, ეკოლოგიურად სუფთა პროდუქტებით მომზადებული კერძები ავთენტურ გემოსა და კომფორტულ საკვებს ერთ სივრცეში აერთიანებს. მყუდროგარემო კი თითოეულ კერძს განსაკუთრებულ კულინარიულ გამოცდილებად აქცევს.
ლობი ბარი
სამუშაო საათები: 10:00 – 00:00
სასტუმროს მთავარი თავშეყრის ადგილი ჩვენი ლობი ბარია. აქ ქართული ღვინის, საავტორო კოქტეილებისა და წასახემსებლების მრავალფეროვანი არჩევანი გელით. ბუნებრივი სინათლითა და მთის ხედებით გამორჩეული სივრცე იდეალურია შეხვედრებისთვის, მნიშვნელოვანი მომენტების აღნიშვნისთვის ან უბრალოდ მთის თავგადასავლებს შორის მცირე პაუზისთვის.
Après-ski ბარი
სამუშაო საათები
საუზმე: 08:00 – 11:00
სადილი & ვახშამი: 12:00 – 23:00
სათხილამურო ტრასა პირდაპირ ჩვენს ტერასაზე მოგიყვანთ. თოვლიანი მწვერვალებით გარშემორტყმულ Après-Ski ბარში ღია ცის ქვეშ, ჩვეული სტუმართმოყვარეობით, მუსიკით, საუკეთესო კოქტეილებით და კერძებით გიმასპინძლებთ.
EN
GE